ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში მცხოვრები 35-მდე ოჯახი საკუთარ სამშობლოში უუფლებოდ, კონსტიტუციის მიღმა დარჩენას უკვე ოცდაორი დღეა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინ აპროტესტებს. მათ შორის ექვს ახალგაზრდას, პროტესტის დაწყების პირველივე დღიდან, პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობს. საქართველოს მთავრობა მათ არსებობას არ იმჩნევს.
საკუთარი უფლებებისთვის მშვიდობიანი ბრძოლა შუქრუთელებს ოცდაორი დღის წინ არ დაუწყიათ. მათი პროტესტის უკანასკნელი, უწყვეტი ტალღა შვიდი თვის წინ აგორდა, თუმცა მთავარ "ჯორჯიან მანგანეზთან" დაპირისპირება უკვე ხუთ წელს ითვლის.
შუქრუთელებისთვის 2017 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფომ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
შუქრუთში განვითარებული ეკოლოგიური კატასტროფის გათვალისწინებით საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია "ჯორიან მანგანეზში" სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება, ამ კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და სამომავლო ზიანის აღსაკვეთად მიიღო.
კომპანია, რომელმაც სოფელი შუქრუთი პრაქტიკულად გაანადგურა იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობასთან საერთო ენა გამოენახა, კონფრონტაციის გზა აირჩია და ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სახლების ნგრევის ფაქტებს აპროტესტებდნენ, სასამართლოში უჩივლა.