ძლიერი წვიმა, ქარი და ზღვაზე შტორმი | გარემოს ეროვნული სააგენტო 23 - 25 სექტემბერს ამინდის გაუარესების შესახებ იტყობინება

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში წვიმა, ძლიერი ქარი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი.

"23 - 25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)." - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი