"სად უნდა იარონ ამ ბავშვებმა? ეს ჩვენი შეურაცხყოფაა" | მარნეულის მოსახლეობა 9-წლიანი სკოლის აშენებას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო მარნეულში. სოფელ იმირში ახალი სკოლა შედნება, თუმცა ბავშვები იქ 12-წლიან განათლებას ვერ მიიღებენ. სკოლა 9-წლიანი იქნება, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელი დიდია, იქ დაახლოებით 600 ბავშვი ცხოვრობს. მოზარდებს 9-წლიანი სწავლის შემდეგ მეზობელ სოფელში სიარული მოუწევთ.

აქციის გასაშუქებლად მისული "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის გამოჩენას ზოგიერთი ადგილობრივის მხრიდან აგრესია მოყვა.

"შეგვპირდნენ, რომ საშუალო სკოლას აგვიშენებდნენ ახლა კი გავარკვიეთ, რომ სკოლა 9 წლიანი იქნება. ეს დიდი სოფელია, 600-მდე მოსწავლეა. სად უნდა იარონ ამ ბავშვებმა? 9 კლასის მერე ისედაც მეზობელს სკოლაში დადიოდნენ, ახლაც ასე უნდა იწვალონ? ეს ჩვენი შეურაცხყოფაა. ვითხოვთ, რომ სოფელ იმირში 12 კლასიანი სკოლა აშენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლას არ შევწყვეტთ", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი