ემიგრაციაში წასულ ოჯახს რაჭაში ერთი ტონა ყურძენი მოპარეს

გამოქვეყნდა:

რაჭაში, სოფელ ბუგეულში, ემიგრანტის ოჯახს ერთი ტონა ყურძენი მოპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ რაჭაში ყურძნის დაკრეფის მიზნით ჩასულ ოჯახს ვენახი უკვე დაკრეფილი დახვდა. 

გამოცემა წერს, რომ ველიაშვილების ოჯახი უკვე 10 წელია ემიგრაციაშია - თუმცა, 5 წლის წინ მათ მშობლიურ სოფელში მამაპაპისეული სახლის აღდგენა და იქ ვენახის გაშენება გადაწყვიტეს.

„ნავენახარი იყო, გატყევებული ადგილი. ხუთი წლის განმავლობაში 50 ათას ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული. რადგან ემიგრაციაში ვართ, ნებისმიერ სამუშაოში, რაც ვენახს ეხებოდა, მუშებს ვქირაობდით და ფულს ვიხდიდით. 180 კილო ძლივს მოკრიფეს, ისიც გზის მხარეს რაც იყო. ეტყობა გზიდან რომ არ შეემჩნიათ ქურდობის ფაქტი, იმიტომ დატოვეს ისიც. მეზობლებმა კი გაგვაფრთხილეს, „დარაჯი აიყვანეთ, რადგან იპარავენ ყურძენსო“, მაგრამ ასე უცებ ვერავინ ვერ მოვიძიეთ, რადგან სოფელში ყველას თავისი ვენახი ჰქონდა სადარაჯო,“ - ყვება ნინო ველიაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი