რუსეთისთვის გადაცემული მონაცემები | კომპანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პასუხობს

გამოქვეყნდა:

Ridetech Georgia LLC საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ჩვენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვიცავთ. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს - იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს.

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ჩვენ მას არ ვეთანხმებით და უახლოეს დროში გავასაჩივრებთ. Yandex Go-ს სერვისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს,“- აცხადებს Ridetech Georgia LLC წარმომადგენლობა. [BM.GE]

შეგახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, იანდექსის ტაქსის აპლიკაცია მომხმარებლების შესახებ პერსონალურ მონაცემებს რუსეთში განთავსებულ სერვერებზე გზავნიდა. კომპანია უკვე დაჯარიმდა 4000 ლარით. 

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი პრაქტიკის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამგვარი სენსიტიური ინფორმაცია კანონდარღვევით განთავსდა რუსულ სერვერებზე და ის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა უცხო სახელმწიფოსთვის.  

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი