"ძალიან დიდი რისკია, რომ სტომატოლოგები უმუშევრები დარჩნენ" | მთავრობის ახალი რეგულაციები სტომატოლოგიურ მომსახურებას გააძვირებს

გამოქვეყნდა:

სტომატოლოგიური მომსახურება ძვირდება - მიზეზი მთავრობის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები და მოთხოვნებია, რომლებიც სტომატოლოგიურ კლინიკებს წაუყენეს. მუდმივი აკადემიური პროცესი, ძვირადღირებული ტრენინგები და ლიცენზირების გართულებული ეტაპები - ყველა ამ ხარჯის დაფარვა სტომატოლოგებს საკუთარი სახსრებით მოუწევთ. მედიკოსების გაზრდილი ხარჯი სტომატოლოგიური მომსახურების ფასების ზრდას გამოიწვევს.

"ახლანდელ ფასებზეც არის წუხილი პაციენტების მხრიდან, როდესაც ტრენინგები გაძვირდება და ჩვენ ვალდებულები ვიქნებით, რომ ეს ტრენინგები გავიაროთ, რა თქმა უნდა, ვინც შეძლებს გავლას, აუცილებლად მოიმატებს ფასები, რაც პაციენტებს დააწვებათ", - ამბობს სტომატოლოგი, მარიამ გურგუჩიანი. 

როგორც ცნობილია, სტომატოლოგებისთვის ერთი კურსის ღირებულება 250 ლარიდან იწყება და 6000 ლარამდე მერყეობს.

"ძალიან დიდი რისკია იმის, რომ სტომატოლოგები უმუშევრები დარჩებიან. ჯერ არც ვიცით რეალურად, რა სანქცია გვეკისრება, მაგრამ ვიცით ის, რომ სტომატოლოგებს ჩამოერთმევათ საქმიანობის უფლება ან იქნება ჯარიმები", - თქვა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა, ირინა ბერკაცაშვილმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი