26-28 სექტემბერს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის  საწინააღმდეგო ბადის მოწყობის გამო, 26-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

"ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო 
ბადის მოწყობა გრძელდება.

აღნიშნული სამუშაოების გამო, 26-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!" - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი