ბათუმში, ანწუხელიძის ქუჩაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით მანქანა რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი მალევე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.