ხმაური ბათუმის ერთ-ერთ კაზინოში | 400-მდე თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ბათუმში  კაზინო "შანგრილაში", სადაც 400-მდე თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას  ითხოვს. კაზინოს თანამშრომლების თქმით, მათ 23 სექტემბერს, ყოველგვარი  ახსნა- განმარტების გარეშე უთხრეს რომ კაზინო იხურებოდა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოსავლის გარეშე დატოვეს.

როგორც ისინი ამბობენ არც სექტემბრის ანაზღაურება მიუღიათ და არც კომპენსაცია. 

კაზინოს 88% წილის მფლობელი ნატალია მენაბდიშვილი ამბობს, რომ ის ფორმალური მფლობელია და რეალურად კომპანია ებრაელ ბიზნესმენებს ეკუთვნის.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი