ბოლო 10 წელში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი და პირველი ბავშვის დაბადებისას დედის საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 10 წელში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი და პირველი ბავშვის დაბადებისას დედის საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის 2023 ანგარიშში აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად 2013 წელთან შედარებით გაზრდილია პირველი ქორწინების საშუალო ასაკი, რომელმაც 2023 წლის მონაცემებით კაცებისათვის 32.1, ხოლო ქალებისათვის 29.7 წელი შეადგინ. 2013 წელს საშუალო ასაკი ქალისთვის 27.1 კაცისთვის კი 30 წელი იყო.

დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 2013 წელს 26.4 წელი შეადგინა, ხოლო 2023 წელს ეს მაჩვენებელი 29.3 წლამდე გაიზარდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წელს განქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 38.5, ხოლო კაცებისთვის 41.1 წლით განისაზღვრა.

2023 წლის რეგისტრირებული განქორწინებების ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა განქორწინებისას შეადგენს 11.1 წელს. ამასთან, პირველი ქორწინებისას ქალებისათვის – 11.8 წელს, კაცებისათვის – 11.9 წელს, ხოლო განმეორებითი ქორწინების შემთხვევაში, ქალებისათვის – 3.5 წელს და კაცებისათვის – 3.8 წელს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი