დანელიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე მოძრაობა 1 თვის განმავლობაში, ყოველ ღამით შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოებს იწყებს. აღნიშნული სამუშაოების გამო 27 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ ღამის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება. 

"სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის 27 სექტემბრის ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გიორგი დანელიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე ( ბენზინგასამართი სადგური „ვისოლის“ მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. რეჟიმი 30 დღის განმავლობაში, 24 ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს.

დღის განმავლობაში  საავტომობილო მოძრაობაზე ყველა სახის შეზღუდვა, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოხსნილი იქნება." - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი