საქართველოში ძლიერი ქარია მოსლოდნელი. აღმოსავლეთ საქართველში ტემპერატურა მხოლოდ +23° -მდე გათბება.
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქართვლოს დასავლეთ რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. (საფრთხის დონე საშუალო)." ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +26, +31°; მთაში დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +18, +23°; მთაში დღისით +18, +23°; მაღალმთაში დღისით +13, +18°.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა +21° გრადუსს მიაღწევს.