"ვალი დავუბრუნე..." | თელავში, ივანიშვილის მოსასმენად ხალხი, სავარაუდოდ, ფულის სანაცვლოდ მიიყვანეს

გამოქვეყნდა:

თელავში, სადაც წუთი-წუთზე ოლიგარქმა უნდა მიმართოს სიტყვით მისი გამოსვლისთვის მობილიზებულ მოსახლეობას, ხალხი სავარაუდოდ, ფულის სანაცვლოდ მიიყვანეს . "მთავარი არხის" კამერამ კუპიურების გადაცემის კადრები გადაიღო, თუმცა ერთ-ერთი მოქალაქე ამტკიცებდა, რომ ვალი დააბრუნა.

თელავში, სამართალდამცველებმა იმ ადგილამდე მიახლოების საშუალება, სადაც ივანიშვილი უნდა გამოვიდეს სიტყვით, არ მისცეს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი