დეველოპერებისგან დაზარალებული ხალხი და უსახლკაროდ დარჩენილების უიმედო მოლოდინი - ამბავი სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტს" უკავშირდება, რომელიც დაზარალებულების მტკიცებით მობინადრეებს ატყუებს, ბინებს არ აშენებს და ბაზარზე თაღლითური სქემით ოპერირებს.
იქ, სადაც ახლა უკვე მრავალსართულიანი კორპუსი უნდა იდგეს, ჯერ პირველი სართულიც კი არ არის ამოყვანილი. "მეტი დეველოპმენტის" მიმართ პრეტენზია ათობით დაზარალებულს აქვს. კომპანია შეკითხვებს არ პასუხობს. საქმეზე გამოძიებაც მიდის.
ავტორი: მაგდა მაისურაძე