როგორი ამინდი იქნება კვირას საქართველოში | სინოპტიკოსების პროგნოზი

გამოქვეყნდა:

29 სექტემბერს, კვირას საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, დროგამოშვებით 32 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +26, +31°; მთაში დღისით +23, +28°; მაღალმთაში დღისით +20, +25°.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ,  ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°; მთაში დღისით +19, +24°; მაღალმთაში დღისით  +8, +13°, ზოგან    +22°-მდე.

თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა +24°. . იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი