საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი გიორგი საყურაშვილია

გამოქვეყნდა:

საბურთალოზე 27 სექტემბერს გვიან ღამით მოკლული ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს

"საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა.

გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი. კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს," - წერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

შემთხვევა საბურთალოს ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. 23 წლის ახალგაზრდას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ის საავადმყოფოში დაიღუპა. თვითმხილველთა თქმით, დაპირისპირებას წინ უძღოდა ათამდე პირს შორს ხელჩართული ჩხუბი და შელაპარაკება.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი