სტიქიამ სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. ზუგდიდში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. შედეგად ქალაქის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ჩახერგილია რამდენიმე ქუჩაც.
ძლიერი ქარი იყო წუხელ წალენჯიხაშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ზარალს ამდრომდე ითვლის. მუნიციპალიტეტში შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც.
რატომ არ ხდება საფრთხის შემცველი ხეების წინასწარ შემოწმება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას კომენტარის გაკეთება არ სურს.
ავტორი: ემა გოგოხია