გადახდილი სახურავები და დაზიანებული სახლები | ტყიბულში სტიქიას ებრძვიან

გამოქვეყნდა:

ქალაქ ტყიბულში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქარმა 23 საცხოვრებელ სახლს და 15 კორპუსს სახურავები გადახადა. 

როგორც ირკვევა, მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დროებითი ღონისძიებების გასატარებლად ლოკალური სამუშაოები მიმდინარეობს და სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. 

გავრცელებული ინფორმაციით, სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.

ძლიერი ქარი ტყიბულში ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი