ის რასაც ვერ ხედავს ვერც პროკურატურა, ვერც რაჟდენ კუპრაშვილი და ვერც სუს-ი, კარგად ჩანს ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე. გვაქვს თუ არა საქმე კორუფციასთან, როდესაც ყველა ტენდერს მაინცდამაინც ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოებული ბიზენსმენები იგებენ, ან როცა მოკრძალებული ხელფასის მქონე თანამდებობის პირი 120 000-იანი მაჯის საათით იწონებს თავს, ან როცა კონკრეტული მოხელე დანიშვნიდან რამდენიმე წელიწადში მრავალმილიონიან უძრავ ქონებას ეუფლება - ცხადია ლეგიტიმური შეკითხვები აუცილებლად გაჩნდება. რომელზე პასუხიც შესაბამის უწყებებს, როგორც ვნახეთ, არ მოეპოვებათ. მაგრამ ჩვენ, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ყველაფერს ვხედავთ.
როგორ მუშაობს მექანიზმი: ზარი ზემოდან? ამის საჩვენებლად, ბექა ყორშიამ მორიგი ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა. იხილეთ მისი სიუჟეტი: "ვანდალო-ნიმესილური ზედამხვედველობა"