"სასულიერო პირი, რომელიც რომელიმე პარტიას პირდაპირ მხარს უჭერს, ისაა მტერი ეკლესიის" | მეუფე საბას წინასაარჩევნო მიმართვა სამწყსოს

გამოქვეყნდა:

სასულიერო პირი, რომელიც რომელიმე პარტიას პირდაპირ მხარს უჭერს, ის არის მტერი ეკლესიის - ამ სიტყვებით მიმართა ჩრდ.ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ თავის მრევლს ქადაგებისას. სასულიერო პირმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეკლესია არ ყოფს ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერია და ყველას ღმერთი აერთიანებს.

თუ ვინმეს სამშობლო უყვარს, ვისაც სამშობლო ადარდებს , მას აქვს ერთი უფლება, რომ გამოიყენოს თავის ხმა თავის შეხედულების მიხედვით, თავისი სინდისის მიხედვით და მისცეს იმ პარტიას ხმა , რომელიც მას სურს და ეს ცოდვა არ არის. პირიქით, ეს ჩვენი მოვალეობაა  როგორც ამქვეყნად მცხოვრები  ადამიანების. თქვენ ეს უფლება გაქვთ მონიჭებული პირდაპირ ვამბობთ ღვთისგან მონიჭებული არჩევნების გზით, კანონის გზით ხდება ხელისუფლების არჩევა. ამიტომ, ღვთისგან მონიჭებული უფლებაა, რომ მიხვიდეთ და თქვენი ხმა გამოიყენოთ, მაგრამ თუ ვინმე გეტყვის სასულიერო პირი - ამას მიეცი ხმა, იმას მიეცი , ამის უფლება არავის არ აქვს... 

როდესაც ადამიანებს შორის არის ისეთი დამოკიდებულება , რომ მე არჩევნებზე რა მინდა, მე არ მივდივარ არჩევნებზე - და რატომ არ მიდიხარ?! როდესაც ჩვენი პატრიარქი,  ჩვენც, მღვდელმთავრებიც, სასულიერო პირებიც, ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ჩვენ მივდივართ და ხმას ვაძლევთ და თქვენ რატომ არ უნდა წავიდეთ?! მაშინ არა გაქვთ პასუხისმგებლობა არც ქრისტიანული და არც დამოკიდებულება და სიყვარული თქვენი ქვეყნის მიმართ და იმ ქვეყნის მიმართ სადაც ცხოვრობთ" თქვა სასულიერო პირმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი