ანგისას ქუჩისა და ბათუმის შემოვლითი გზის დაერთების სამუშაოების გამო ე.წ. "მახოს ხიდზე" 5 დღით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთის ბათუმის შემოვლითი გზის - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო პირველი ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში ანგისას ქუჩა- ე.წ. "მახოს ხიდზე" ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 2024 წლის 01 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 (ანგისას ქუჩა- ე.წ. “მახოს ხიდი”) მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა.

დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი