აქცია გორში | უხარისხობის გამო, ნახევრადაშენებული სკოლა დაანგრიეს და მშენებლობის დასრულების ვადა კიდევ გადაწიეს

გამოქვეყნდა:

აქცია გორში - რკინიგზის სადგურის დასახლებაში სკოლის გაჭიანურებული მშენებლობა გააპროტესტეს.

დასახლებაში სკოლას დემონტაჟი 4 წლის წინ ჩაუტარდა და ახლი შენობის მშენებლობა გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. ადგილობრივების თქმით, დაპირება არ შესრულდა და მეტიც, უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, ნახევრად აშენებული სკოლა დაანგრიეს და მშენებლობის პროცესი ხელმეორედ დაიწყეს. დასახლების ბავშვები კი განათლებას მოშორებით მდებარე სკოლებში და ისიც მეორე სმენაში იღებენ, ეს კი როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის რიგ პრობლემებს ქმნის.

ახლა სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ენ ენ ჯგუფი" აწარმოებს, სამუშაოების დასრულების ვადად კი მომავალი წლის 25 სექტემბერია მითითებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი