"არცერთი კედელი შეფუთული არ არის, ვადები ისევ დაირღვა" | "ევროპა ჩვენი სახლია" გელათზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" გელათის რეაბილიტაციის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სამუშაოების პირველი ფაზა, ვადის მესამედ გადაწევის შემდეგ, 30 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეის მდგომარეობით სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული. ხოლო კომიტეტის საინფორმაციო პლატფორმაზე არ ვრცელდება ინფორმაცია ვადების კიდევ ერთხელ დარღვევის მიზეზებისა და ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ.

"2023 წლის ნოემბერში გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მხრიდან გაიცა დაპირება, რომ ახალი დროებითი გადახურვა 2024 წლის გაზაფხულზე, მარტის თვეში მოეწყობოდა.
არამდგრადი ამინდების მიზეზით სამუშაოებმა ზაფხულის ბოლომდე გადაიწია და ახალ ვადად 15 აგვისტო განისაზღვრა.
აგვისტოს "გაუსაძლისი სიცხეების" მიზეზით პროცესის პირველი ფაზის დასრულება 15 აგვისტოსაც ვერ მოხერხდა და კიდევ ერთხელ გადაიწია ვადამ. ამჯერად, 30 სექტემბრამდე.
სამუშაოების პირველი ფაზა გულისხმობდა ტაძრის ირგვლივ (გუმბათის გარდა) კონსტრუქციის მოწყობას და შესაბამისი მასალით შეფუთვას.
კომიტეტის მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს გაკეთებული განცხადების მიხედვით, პირველი ფაზის ფარგლებში, გადახურვის გარდა უნდა მომხდარიყო კონსტრუქციაზე კედლების ვერტიკალურად დამცავი მაღალტექნოლოგიური მასალით შეფუთვა.

  • დღეის მდგომარეობით სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული.
  • არცერთი კედელი შეფუთული არ არის!
  • კომიტეტის საინფორმაციო პლატფორმაზე არ ვრცელდება ინფორმაცია ვადების კიდევ ერთხელ დარღვევის მიზეზებისა და ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ.

ამ ფონზე, ბუნდოვანია,მეორე ფაზის-გუმბათის გადახურვის სამუშაოების ვადების საკითხი, რაც 16 აგვისტოს განცხადების თანახმად, პირველი ფაზის დასრულებისთანავე უნდა განხორციელებულიყო.
გელათში გარე სამუშაოების საწარმოებლად ხელსაყრელი მშრალი სეზონი იწურება და მეხუთე ზამთარი ახლოვდება ორივე მოხატულ ტაძარზე დატენიანებული და მხატვრობის დამაზიანებელი გადახურვის პირობებში.
ორივე ტაძარში აღმოჩენილი იდენტური პრობლემების მიუხედავად, წმინდა გიორგის ტაძრის უკეთესი მასალით და მეთოდოლოგიით გადახურვა არაერთი მოთხოვნის იგნორირების ფონზე დაგეგმილიც არ ყოფილა," - წერია განცხადებაში

იხილეთ ასევე: 

ფოტო: "ევროპა ჩვენი სახლია"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი