"მთავარი არხის" ეთერში, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში, "სხვა ნანუკა", 18 წლის გიორგისთვის, 232 ათას ლარზე მეტი შეგროვდა.
"მთავარი არხის" მაყურებელმა, 18 წლის გიორგის, რომელი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა და ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, რამდენიმე საათში, თურქეთში მკურნალობისთვის თანხა შეუგროვა.
თანხის საბოლოო რაოდენობა ხვალ გახდება ცნობილი, რადგან, ჯერჯერობით, Paypal-ის მონაცემები და ქართველი ემიგრანტების გზავნილები დაჯამებული არაა.