"დაიცავი ამომრჩეველთა ხმები" | კოალიცია „ჩემი ხმა" დამკვირვებლების მიღებას აცხადებს

გამოქვეყნდა:

დააკვირდი არჩევნებს და დაიცავი ამომრჩეველთა ხმები - კოალიცია „ჩემი ხმა"  2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის დამკვირვებლების მიღებას აცხადებს და სპეციალურ ფორმას აქვეყნებს, რომელიც მსურველებმა უნდა შეავსონ. 

ფორმის შევსების დროს აუცილებლად გამოიყენოთ ქართული შრიფტი!

ფორმის შევსების შემდეგ, კოალიციის „ჩემი ხმა" წარმომადგენლები ელექტრონული ფოსტისა და მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდებიან ყველა შერჩეულ დამკვირვებელს.

პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას" წელს 600 დამკვირვებელი ეყოლება, ხოლო "სამართლიან არჩევნებს" 1 500 როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

შესავსები ფორმა 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი