მეუფე იაკობის ვიზიტი აშშ-ში საპატრიარქოს ორგანიზებული არ არის | გიორგი ზვიადაძე

გამოქვეყნდა:

მეუფე იაკობის ვიზიტი აშშ-ში საპატრიარქოს ორგანიზებული არ არის - ამის შესახებ "მთავარ არხს" პროპტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა. 

"ეს საპატრიარქოდან არ არის ორგანიზებული. არკვევენ ახლა ალბათ დაუკავშირდებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები" - თქვა ზვიადაძემ სატელეფონო კომენტარში.

თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამ ეტაპზე დუმს. შესაბამისად, უცნობია ბოდბელი მიტროპოლიტის ვიზიტის მიზანი. 

თავად ბოდბელ მიტროპოლიტთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღეს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი