გორში, მე-4 სართულიდან ქალი გადმოვარდა | დაშავებული რეანიმაციაშია

გამოქვეყნდა:

გორში, კომბინატის დასახლებაში მე-4 სართულის სიმაღლიდან 30 წლამდე ქალი გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა.

გამოცემა "მოზაიკას" ინფორმაციით, ქალი რეანიმაციაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

“რეანიმაციაში იმყოფება, მისი მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილურად მძიმე. პაციენტი შემოყვანილია მრავლობითი მოტეხილობებით. ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო პროცედურა. მართვით სუნთქვაზე არ არის”, – აცხადებენ კლინიკაში. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი