ქუთაისის აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია Wizz Air-ის დაგეგმილი ფრენები ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით გაუქმდა.

“მოგზაურთა კლუბში” მგზავრები სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებს ასახელებენ, სადაც ფრენა ჰქონდათ ჩანიშნული, თუმცა მათ უჩვენებს, რომ აღნიშნული ფრენა გაუქმებულია. მგზავრებმა შეტყობინებები მეილზეც მიიღეს.

"Wizz Air-ზე ქუთაისი-ბრიუსელის ბილეთები რატომ გაქრა, იცის ვინმე?" - წერს ერთ-ერთი მგზავრი.

"7-ში კოპენჰაგენის ფრენა მეც გამიუქმდა, ფრენის თანხას კარგი, დააბრუნებენ, მაგრამ სასტუმროსთვის გადახდილი თანხა, დარჩება ეგრე?" - კითხულობს ერთ-ერთი მგზავრი.

“მთავარი არხი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცხელ ხაზს დაუკავშირდა. ოპერატორმა თქვა, რომ ბოლო ერთი საათის განმავლობაში, აღნიშნული კითხვით, უამრავი ზარი შედის და რა მოხდა, არც მათ იციან. 

“მთავარი არხი” დაუკავშირდა Wizz Air-ის პრესსამსახურსაც, სადაც განაცხადეს, რომ საკითხს სწავლობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლებელია, პროგრამული ხარვეზი იყოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი