ჩანგრეული ხიდი და განადგურებული გზები - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურის მოსახლეობა დახმარებას 4 თვეა უშედეგოდ ითხოვს.
სოფელში თითქმის სრულადაა მოშლილი ინფრასტრუქტურა. განადგურებულია მოსახლეობამდე მისასვლელი ცენტრალური ხიდი, რომელიც ძლიერი წვიმის შემდეგ მოვარდნილმა წყალმა წაიღო.
უგზოობის გამო მოსახლეობამდე ვერ მიდის სასწრაფო დახმარების მანქანა. სოფელს არ მიეწოდება სასმელი წყალი, გაზი და ხშირად არ აქვთ ელექტროენერგია.