საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ საზმაუს არჩევნები "ხელისუფლების ტესტია", რომელიც ოქტომბრის არჩევნების წინ, პირდაპირი გზავნილი იქნება როგორც ქართველი ამომრჩევლებისთვის, ისე უცხოეთისთვის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის არჩევნები არის ხელისუფლების ტესტი საპარლამენტო არჩევნების წინ. რამდენად გაართმევს თავს ტესტს - ეს იქნება პირდაპირი გზავნილი ქართველი ამომრჩევლისთვის და უცხოელი პარტნიორებისთვის. თუ გადაუგრეხს ხელებს ბორდის წევრებს, ეს იქნება ნიმუში, როგორ გადაუგრეხს საქართველოს ხლეისუფლება ამომრჩეველს ხელებს, - ამბობს ლაგაზიძე.
გარდა ამისა, ხათუნა ლაგაზიძე მაუწყებლის კოლოსალურ დაფინანასებასა და არამიზნობრივად დახარჯულ ფულზე საუბრობს. ის ამბობს, რომ მარტო გენ დირექტორის აპარატის შესანახად მილიონები იხარჯება.
საზოგადოების ჯიბით დაფინანსებული ტელევიზიიდან მილიონები მიემართება მხოლოდ გენერალური დირექორის აპარატის შენახვაზე. როდესაც დირექტორის პოსტზე მოვალ, პირველი კითხვა სწორედ ეს მექნება - რას აკეთებს აპარატი, რომ ამდენი ფული სჭირდება?
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, მეორე ტურში 8-დან 4 კანდიდატი გადავიდა. ესენი არიან: ალექსანდრე ვახტანგოვი, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე და ირმა სოხაძე. დღევანდელ ბორდის სხდომაზე მათგან ყველაზე მეტი - 9 ხმა ბერძენიშვილმა მოაგროვა, ხათუნა ლაგაზიძემ კი - 7.
ცნობისთვის, მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური 18 აგვისტოს , ვასილ მაღლაფერიძის წასვლის შემდეგ გახდა.