მარტვილის რაონის სოფელ სალხინოში, მსუბუქი ავტომობილი ხუთი თვის ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი გზაზე გადადიოდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ალკოტესტის საფუძველზე დადგინდა, რომ მძღოლი ნასვამ მდომარეობაში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ის დაკავებულია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 42 წლის ორსული ქალი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ დროისთვის მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
ავტორი: ემა გოგოხია