მხარს ვუჭერთ 3 ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას, ეთერში არ განათავსონ არაეთიკური საარჩევნო ვიდეორგოლი | ეთიკის ქარტია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანიების "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ გააშუქონ "ქართული ოცნების" არაეთიკური წინასაარჩევნო კამპანია, განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს. ქარტია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს არ დაავალდებულონ ტელეკომპანიები ეთერში განათავსონ აღნიშნული ვიდეორგოლი.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ "ქართული ოცნების" არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია," - წერია განცხადებაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი