დაიცავი 1 მოქალაქის 1 არჩევანი. ორგანიზაცია "დაიცავის" ინიციატივით, ქართველი ემიგრანტების ხმების დასაცავად, დღეს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება. მოქალაქეები საღამოს 17:00 საათზე შეიკრიბებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ მისცეს უფლება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები და ერთიანობებიც.
ემიგრანტები უკვე დიდი ხანია ხელისუფლებას სთხოვენ მისცენ საშუალება, გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და დააფიქსირონ თავიანთი ხმა არჩევნებზე. "დაიცავის" დამფუძნებლის თქმით, "ქართული ოცნება" ხვდება, რომ არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც წაგებული აქვთ არჩევნები და სწორედ ამიტომ არ თანხმდება დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას.
"არამხოლოდ ემიგრაციაში, არამედ საქართველოშიც არის დიდი აქტიურობა ამ არჩევნებზე. დიდი აქტივობაა იმიტომ, რომ საჭიროა ეს აქტივობა. ალბათ ყველამ შეამჩნია, რომ ბევრი ხარვეზია, რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხებს, მაგალითად საარჩევნო უბნების ნაკლებობა. ეს აქცია არის იმისთვის, რომ ჩვენ მომავალ კვირაში სადარაჯოზე ვიყოთ, ძალიან დიდი სიფრთხილით და რაც შეიძლება მეტი აქტივობით," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა.
იმავე შინაარსის აქციას ემიგრანტები გერმანიაში, საფრანგეთსა და რამდენიმე ქვეყნის დიდ ქალაქებშიც გამართავენ.