ჩემი ხმა ევროკავშირს - ერთად ვიმღეროთ "სამშობლო" | დღეს, ჯგუფი "ყველა" ევროპული მომავლის მხარდამჭერებთან ერთად სიმღერაზე კლიპს გადაიღებს

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე არაერთხელ გაჟღერებული სიმღერის "სამშობლოს" გამოსვლიდან 12 წელი გავიდა. დღეს, ოქტომბრის არჩევნებამდე 20 დღით ადრე, ჯგუფი "ყველა" ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხალხთან ერთად ერთად სიმღერას კიდევ ერთხელ შეასრულებს და ამ ფორმით საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გადავიღოთ კლიპი, "სამშობლოსთან" დაკავშირებით. ეს სიმღერა იყო ერთგვარი ჰიმნი ჩვენი პროტესტის გაზაფხულზე და ვიმედოვნებთ, რომ ახლაც ეს "სამშობლოს" კლიპი გახდება კიდევ ერთი მამოტივირებელი ძალა იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს, სწორედ ჩვენი სამშობლოს სასარგებლო არჩევანი გავაკეთოთ," - ამბობს "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" წარმომადგენელი, საბა ბრაჭველი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი