ორმხრივი სროლა ცხინვალში | არსებული ინფორმაციით, ე.წ ძალოვანებმა ერთმანეთი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ცხინვალში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ე.წ ძალოვანი უწყებების 2 თანამშრომელი  მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც Кавказский Узел-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, სროლა ოკუპირებულ ქალაქში არსებულ კაფეს სიახლოვეს მოხდა, ე.წ მილიციისა და ე.წ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს შორის. მათი ასაკი 29-31 წელია. 

კაფე მინასში, რომლის მიმდებარედაც სროლა მოხდა, ე.წ ძალოვანები საგამოძიებო სამსახურის დღეს აღნიშნავდნენ. ინციდენტს წინ ჩხუბი უძღოდა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობას მომხდარზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება დაავალა.

ივლისში გავრცელდა  ინფორმაცია, რომ ცეცხლი გაუხსნეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ნათესავებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი