"გზა დაიწყეს და გააჩერეს, სოფლამდე ვერ მოვიდნენ..." | ნახევრადდაგებული გზა ხაშურში და "ოცნების" შეუსრულებელი დაპირება

გამოქვეყნდა:

ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. სოფელ წეღვერის მოსახლეობა ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებს. ადგილობრივების თქმით, "ქართული ოცნება" მათ სოფლის ერთადერთი გზის რეაბილიტაციას დაპირდა, თუმცა  პირობა არ შეასრულა და გზა ისევ დაზიანებულია.

"გზა დაიწყეს და გააჩერეს, სოფლამდე ვერ მოვიდნენ. გადავუგზავნეთო თბილისშიო... თუ საქართველოს ბიუჯეტი გაჩერდა 500 მეტრ გზაზე რა ვიცი... მთვარეზე დადიან სახლები უნდა ავაშენოთო და გზა არ უნდა მივიდეს სოფელში? დაიცალა, ყველა წავიდა, არსებობა ხომ უნდა ხალხს," - აცხადებს ადგილობრივი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი