რუსული კანონისა და ანტიამერიკული კამპანიის მხარდამჭერი, თამარ გაბაიძის ოჯახის წევრებმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს თავი ემიგრაციაში წასვლით დააღწიეს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის 132-ე წევრის მეუღლე და ძმა სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.
„აჭარა თაიმსი“ პოზიციისთვის თამარ გაბაიძეს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენმა კითხვებმა გააღიზიანა და ინტერვიუს დასრულებამდე ტელეფონი გათიშა.
"რუსული არ არის ეს კანონი ჩემთვის. გარდა ამისა, ევროპელობა და არც ამერიკელობა…. რამე რუსულს ნუ მომაწერთ, მთელი ოჯახი მყავს იქ, ასე რომ ეს რაღაც ინფორმაცია რომ გაქვთ მოპოვებული და მირეკავთ რა დამოკიდებულებაა?
აჭარა თაიმსი: თქვენ წარმოადგენთ ამ ხელისუფლებას, შესაბამისად მისი პოლიტიკის მხარდამჭერი უნდა იყოთ, ასე არაა?
თამარ გაბაიძე: "რა თქმა უნდა ვარ, მაგრამ ეს კანონი ჩემთვის რუსული არაა, მორჩა." (ტელეფონს თიშავს)
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი ამავდროულად ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორია.