Freeuni-სა და თავისუფალ სკოლაში ასაფეთქებელზე შეტყობინება Mail.ru-დან შევიდა | ვითარება სასწავლო დაწესებულებებში

გამოქვეყნდა:

აღმაშენებლის გამზირზე, "თავისუფალი უნივერსიტეტისა" და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული, გადაკეტილია მისასვლელი. ცოტა ხნის წინ, შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ადმინისტრაციაში Mail.ru-დან ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომ უნივერსიტეტსა და სკოლაში ასაფეთქებელი იყო. ამის შემდეგ სასწავლო პროცესი შეჩერდა და სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგებიც.

ცოტა ხნის წინ დაასრულეს მუშაობა კინოლოგებმა 41-ე სკოლაშიც, სადაც იგივე შინაარსის შეტყობინების გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა. აღმოჩნდა თუ არა შენობაში რამე, უცნობია. შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი