ხმაური თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე - მე -10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი სკოლის დაჩქარებულ რეჟიმში მშენებლობას ითხოვენ.
მშობლები ამბობენ, რომ შენობა 5 წლის წინ დაანგრიეს და ამ დრომდე არ აუშენებიათ.
ადგილზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა, თუმცა მშობლებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.
სამინისტროს წარმომადგენელმა მშობლებს ისევ ვერ უთხრა დრო, როდის დასრულდება მშენებლობა და როდიდან აღარ მოუწევთ ბავშვებს სხვა სკოლებში სიარული.
გადაკეტილი გზის სავალი ნაწილი პატრულმა გაათავისუფლა.