ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს წყალი დღეში მხოლოდ 5 სააათის განმავლობაშ მიეწოდებათ. 4 000-ზე მეტი ოჯახი რვა წელია ყოველდღიურად საათს შეჰყურებს, რომ გრაფიკით განსაზღვრულ დროს სასმელი წყალი მოიმარაგონ. ადგილობრივებმა პრობლემის მოგვარება ხელისუფლებას არაერთელ სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
ეს ერთადერთი პრობლემა არ არის რაც ადგილობრივებს აწუხებთ. ხალვაშის ქუჩაზე საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემაც მოუწესრიგებელია. ყვებიან რომ უამინდობის დროს სანიაღვრე სისტემა იჭედება და ქუჩაზე გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.
ბათუმის შემოერთებული ტერიტორიაზე სასმელი წყლისა და სანიაღვრე სისტემის რეკონსტრუქციიის პროექტი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მომზადდა და პროექტისთვის საჭირო თანხის მოძიებაც დაიწყო. თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროექტი შეწყდა. პროექტის განსახორციელებლად საჭირო 180 მილიონი ევრო გერმანიის რეკონსტრუქიციის საკრედიტო ბანკს საქართველოსთვის სესხად უნდა გადაეცა, თუმცა ამ თანხიდან 60 მლნ ევრო მოულოდნელად მთავრობსი გადაწყვეტილებით კოვიდ ფონდს უნდა მაოხმარონ, რაზეც ბათუმის მერიას პრეტენზია არ ჰქონია.
ოპოზიცია სრულ პასუხიმგებლობას ხელიუფლებას აკისრებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს ადგილობრივებს შეხვდა და საკუთრი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
გერმანისი რეკოსნტრუქიცის ბანკთან სესხის შეწყვეტაზე შეთანხმება უკვე გაფორმებულია, ახლა ის საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. როდის მოგვარდება პრობელმა ხელვაჩაურში და როდემდე იქნება უწყლოდ ათასობიტ ოჯახი ამაზე როგორც ჩანს პასუხი არავის აქვს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე, მათია ქოქოსაძე.