ბორჯომი-თბილისის გზაზე 10 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა

გამოქვეყნდა:

ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი 10 წლის მოზარდს დაეჯახა, - ინფორმაციას  ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. 

დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათივე ცნობით,  პაციენტს ბეჭის არეში მცირე დაჟეჟილობა აღენიშნება, მიმდინარეობს გამოკვლევა და მეთვალყურეობა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ. 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი