ხუდადოვზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ | ცეცხლი, სავარაუდოდ, მეორე ბინასაც მოედო

გამოქვეყნდა:

მეხანძრეები ხუდადოვის ქუჩაზე ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე  ვერ ახერხებენ - უკვე ერთი საათია, კორპუსის მაღალ სართულზე საცხოვრებელი ბინა იწვის. ცეცხლი, სავარაუდოდ, გვერდით მდებარე ბინასაც მოედო. ადგილზე ამ დრომდე ათობით მეხანძრე-მაშველი მუშაობს. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ხანძრის სავარაუდო მიზეზი კაბელებია. ცნობილია ისიც, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უწყებაშ არ შესულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი