ლაგოდეხში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა | მძიმედაა დაშავებული კიდევ ერთი პირი

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ გელათთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლის მამაკაცი, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. მძიმედაა დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა ლაგოდეხის საავადმყოფოში მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც მომხდარ ფაქტს სწავლობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი