"საქართველო ირჩევს ევროკავშირს", - 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის პარალელურად, მარში ბათუმშიც გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აქციის ორგანიზატორი, ახალგაზრდული მოძრაობა „პერსპექტივა“ ავრცელებს.
"რადგან ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა წავიდეთ თბილისში, აქ, ჩვენ მშობლიურ ქალაქში, ახალგაზრდები კიდევ ერთხელ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი", - ამბობს ლინდა ცინცაძე, ახალგაზრდული მოძრაობის წევრი.
ევროპული მარში ბათუმში 18:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, 19:00 საათზე კი ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს.
ფოტო: "ბათუმელები"