ჩაქვის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც საზეიმოდ გახსნილი ბათუმის შემოვლითი მაგისტრალი იწყება, საავტომობილო გზა გადაკეტილია, - ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ადგილიდან იტყობინება.
მაგისტრალზე ბეტონის ბარიერები აწყვია. მძღოლებმა, რომლებმაც ასობით კილომეტრი გაიარეს, აღმოაჩინეს, რომ ის რეალურად არ გახსნილა და ისინი გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ.
"რატომ ჩაიკეტა და არ არის იქით გზა დამთავრებული. [პრეზენტაცია] რატომ იყო და ის იყო მოსული, რა ქვია, პრემიერი. რომ იყოს დამთავრებული, ამას რატომ დაკეტავდნენ. დაკეტავდნენ?? არ ვიცი, არაფერი ვიცი, ვერაფერს გეტყვით, მე არავინ არ მაყენებს მაგის საქმის კურსში", - ამბობს ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძღოლი "აჭარა თაიმსთან".
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შემოვლითი გზა აღმასრულებელმა და ადგილობრივმა მთავრობის წარმომადგენლებმა საზეიმოდ დღეს გახსნეს.