სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსსხვერპლა. ავარია სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა. ის ერთერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა და იქ მყოფ ქალებს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი გარდაიცვალა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი