უკიდურესი გაჭირვება საჩხერეში - ტყემალაძეების ოჯახი რკინის ვაგონში ცხოვრობს

გამოქვეყნდა:

საჩხერეში ტყემალაძეების ოჯახი უკვე წლებია უკიდურეს გაჭირვებაშია. ისინი სოფელ ორღულში, 10 კვადრატული მეტრის რკინის ვაგონში ცხოვრობენ. ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალური დახმარების უკანონოდ მოხსნაში ადანაშაულებს. 

ტყემალაძეების ოჯახი საჩხერე-ჭიათურა- ხარაგაულის ოლქში, გაერთიანებული ოპოზიციისა და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კაპანაძემ მოინახულა და მათი პრობლემები მოისმინა.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერე საქართველოს განვითარების მოდელად დაასახელა. მისივე თქმით, სხვა მუნიციაპლიტეტებიც საჩხერისნაირი უნდა იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი