ხაშურში ორ არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 8 და 16 წლის გოგოები, გზაზე გადადიოდნენ რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
“ბავშვები ექსკურსიის "მარშუტკიდან" ჩამოვიდნენ, გზაზე გადასვლას, რომ ცდილობდნენ, მანქანა მაშინ დაეჯახათ”, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ახლობლების თქმით, ბავშვები დები არიან. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისინი თბილისის კლინაკაში გადაიყვანეს.