მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკული დაღუპვიდან 2 წელი გავიდა

გამოქვეყნდა:

მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკული დაღუპვიდან 2 წელი გავიდა.

2022 წლის 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.

13 წლის მარიტას დაღუპვის საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათგან რვას პატიმრობა შეეფარდა. უდანაშაულოდ ცნეს ვალერი გობეჯიშვილი, თავისუფლების აღკვეთა კი მიესაჯათ:

  • თბილისის მერიის კონტრაქტორ "გრინსერვის+"-ის დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს - 6 წელი;
  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს - 3 წელი;
  • "გრინსერვისი+"-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - 3 წელი;
  • შპს „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელ ბექა მურღვლიან​ს - 3 წელი;
  • "მშენ-ექსპერტის" დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილს - 3 წელი და 6 თვე;
  • "მშენ-ექსპერტის" ექსპერტი დავით თუშიშვილს - 3 წელი და 6 თვე;
  • შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელ ლაშა ჭიყიტაშვილს - 3 წელი;
  • ელექტროშემდუღებელ გიორგი გობეჯიშვილს - 4 წელი.

მოგვიანებით, დააკავეს კიდევ ორი პირი. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილსა და კომპანია ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს ვაკის პარკის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს ცნობით, გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ლონდარიძეს 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სასამართლომ გიგა გიგაშვილი დამნაშავედ სამსახურებრივ გულგრილობაში, ლონდარიძე კი ყალბი ექსპერტიზის დასკვნის დამზადება-გამოყენებაში ცნო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი