რამდენიმე საათიანი შეფერხების შემდეგ, თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზზე" მოძრაობა 14 ოქტომბრის დილის 6:00 საათზე ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგა. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
13 ოქტომბერს საღამოს, "საბურთალოს ხაზით" სარგებლობა შეზღუდული იყო. სატრანსპორტო კომპანიაში მიზეზად "ტექნიკურ ხარვეზს" ასახელებდნენ.